აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი უფლებამოსილებას იბარებს

21 ნოემბერი 2022, 15:00 1074 ნახვა

საზოგადოებრვი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი უფლებამოსილებას იბარებს. ლადო ტატიშვილი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. 

ტელევიზიაში არსებული ვითარების გაცნობა კი დღეს ყოფილ დირექტორთან შეხვედრით დაიწყო. ახალი დირექტორი აცხადებს, რომ პირველ რიგში იმ  ხარვეზების გამოსწორებას დაიწყებს, რაც ეკრანიდანაც იყო შესამჩნევი, შემდეგ კი დეტალურად გაეცნობა ტელევიზიაში არსებულ ვითარებას.  მისი თქმით, სიახლეები მას შემდეგ დაიგეგმება, რაც პირველადი საჭიროებები და პრობლემები მოგვარდება.

რაც შეეხება უკვე ყოფილ დირექტორს, გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ ურთულეს პერიოდში მოუწია მუშაობა,  რჩება მაუწყებლის გულშემატკივრად.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში