არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ზრდას  განაგრძობს - ლევან დავითაშვილი

21 ნოემბერი 2022, 16:46 787 ნახვა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც არსებობს რეგიონში.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც.

მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ გვქონდა 922 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საიდანაც 43 პროცენტზე მეტი ევროკავშირზე მოდის, ეს არის პირველი ორი კვარტლის მონაცემები. იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდება შემდეგ თვეებშიც, რომელზეც მოგვიანებით გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია. ასევე, უნდა აღინიშნოს ტურიზმის აღდგენის დადებითი ტენდენციები. ტურიზმიდან შემოსავლები სრულად აღდგა, გადაცდა 2019 წლის მონაცემებსაც. საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდ 854 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

შემოსავალში ეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის მონაცემებით, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლების ზრდაში ტურიზმს კიდევ აქვს პოტენციალი და რეზერვები, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა სრულად არ არის აღდგენილი, ეს პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს მომავალი წლების ეკონომიკურ ზრდაში, მათ შორის 2023 წლის. ასევე, საქსტატმა ძალიან საყურადღებო მონაცემები გამოაქვეყნა. მნშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დადებითი ტენდენციები აისახა დასაქმებაზე, საქართველოში მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, 15.6 პროცენტი არის ოფიციალური მონაცემები, რაც გვაქვს უმუშევრობასთან დაკავშირებით.

ეს უკეთესი მოანცემებია, ვიდრე პანდემიის დროს, პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად, 77.5 ათასი ადამიანით გაზიარდა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით, 47.4 ათასი ადამიანით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კონომიკის მაღალი ზრდაა, ეს აისახება მათ შორის დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს უფრო მეტმა მოქალაქემ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში