შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან

22 ნოემბერი 2022, 11:12 392 ნახვა

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პლატფორმებთან შეხვედრა გამართა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და მიღწეული შედეგების შეფასება იყო.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში