თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად ცნობილი მსახიობები დაიღუპნენ

22 ნოემბერი 2022, 10:39 11370 ნახვა

თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად ცნობილი მსახიობები დაიღუპნენ. ინციდენტი  ამასიაში, მერზიფონის რაიონში მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში ბრუნდებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა.

მიკროავტობუსში მსახიობები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შავი ზღვის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩორუმის თეატრში სპექტაკლი დადგეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მსახიობი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორისაა, ცნობილი მსახიობები ოზგურ კარატაში და ბურაკ ტოპჩუ.  დაშავებულია  9 ადამიანი.  მათ შორის არის მიკროავტობუსის მძღოლი, რომლის წინააღმდეგაც პოლიციამ სისხლის-სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით  სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღძრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში