სანდუ მოსახლეობას მკაცრი ზამთრის შესახებ აფრთხილებს

22 ნოემბერი 2022, 10:43 468 ნახვა

მოლდოვა თავის მოსახლეობას აფრთხილებს  მოემზადოს მკაცრი ზამთრისთვის, რადგან ქვეყანას უკრაინაში რუსეთის ომის გამო  ენერგოკრიზისი  ემუქრება.

ორშაბათს პარიზში 50-მდე ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი  შეიკრიბა, რათა დახმარება გაუწიონ მოლდოვას, რადგან შიშობენ, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში  დესტაბილიზაციას შეეცდება.

უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეულმა მოლდოვამ  უკვე იგრძნო  სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. 

ათასობით ლტოლვილი ჩავიდა მოლდოვაში, სადაც დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და მან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე  მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანაში. მოლდოვა დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში