არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთთან დამარცხდა

22 ნოემბერი 2022, 16:22 1128 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს პირველი სენსაცია დაფიქსირდა. არგენტინის ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთთან 1-2 დამარცხდა.

მე-10 წუთზე ანგარიში მესიმ პენალტიდან გახსნა და არგენტინა წინ გავიდა. 48-ე წუთზე ალშეჰრიმ ანგარიში გაათანაბრა.

5 წუთში კი ალდავსარიმ არგენტინის ნაკრებს მეორე გოლი გაუტანა და საუდის არაბეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

არგენტინა მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, მექსიკასთან ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში