ომი უკრაინაში

22 ნოემბერი 2022, 19:28 549 ნახვა

რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ფოკუსირებულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე. უკრაინელები, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის შეზღუდვის პირობებში იცხოვრებენ, - ამის შესახებ კი უკრაინის კერძო ენერგოკომპანია YASNO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი კოვალენკომ განაცხადა. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში