მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

23 ნოემბერი 2022, 10:22 401 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. ქრისტიანულმა ეკლესიამ იგი წიმნდანად შერაცხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში