ლუკა შონია ევროპის ჩემპიონია

23 ნოემბერი 2022, 10:10 606 ნახვა

ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე შონიამ სამი ბრძოლა გამართა და ზედიზედ დაამარცხა გერმანელი, პორტუგალიელი და უკრაინელი სპორტსმენები.

ფინალში კი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს სერბ ალექსანდრ კონოვალოვს სძლია და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ლუკა შონია ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო სპრტსმენად დაასახელეს.

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ ივანიაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში