დღეს კიევი ისევ დაიბომბა

23 ნოემბერი 2022, 17:57 632 ნახვა

მთელი უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმის, ოკუპანტებმა ორი რაკეტა იზიუმში გაუშვეს. იერიშები იყო სუმის და მიკოლაივის მიმართულებითაც. რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიას უმოწყალოდ უტევს. ამასთან, სამშობიარო დაბომბა ზაპორიჟიეშიც, სარაკეტო იერიშს კი ახალშობილი ემსხვერპლა. რუსების სამიზნედ რჩება ენერგეტიკული ობიექტები- კიევი, ვინიცა და ლვოვი. ცოტახნის წინ სწორედ აღნიშნული ქალაქების ენერგო ობიექტებს შეუტიეს. ელექტრო ენერგიის შეწყვეტის გამო კიევის ნაწილი შესაძლოა ევაკუირებული იყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში