უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

24 ნოემბერი 2022, 10:24 594 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 44 წლის კონსტანტინე ქურსუას შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობილია, რომ ის სოხუმიდან იყო და წლებია, ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. 

სად და როგორ მოხდა მისი დაღუპვა - დეტალები, ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.

ის 26-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში