​განათლების ციფრული სახლი

24 ნოემბერი 2022, 11:00 537 ნახვა

განათლების ციფრული სახლის პრეზენტაცია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პლატფორმის კონცეფცია დაფუძნებულია ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების მარტივი და ხელმისაწვდომი სივრცის პრინციპზე.

განათლების ციფრული სახლის გამოყენებით, მასწავლებლებს   საშუალება ექნებათ მიიღონ  საჭირო ინფორმაცია, საგანმანათლებლო რესურსისა და სხვადასხვა სერვისების სახით.

ციფრული სახლი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას, პორტალი შეივსება საგანმანათლებლო რესურსებით, გააქტიურდება ავტორიზაციის ფუნქცია და ამოქმედდება მასწავლებლის პორტფოლიოს ფუნქცია. პორტალი სრული დატვირთვით 2023 წლიდან ამუშავდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში