დღეს, თბილისში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

25 ნოემბერი 2022, 10:23 556 ნახვა

დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გახშირებული ფემიციდის გამო, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი თბილისში,  მსვლელობა 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

ქალების მკვლელობის 10-ზე მეტი და მკვლელობის მცდელობის 20-ზე ფაქტი - ასეთია 2022 წლის არასრული სტატისტიკა. მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი 12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში