უნგრეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობის რატიფიცირებას 2023 წლის დასაწყისში მოახდენს

25 ნოემბერი 2022, 10:19 411 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით,  უნგრეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობის რატიფიცირებას 2023 წლის დასაწყისში მოახდენს.

პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა.

უნგრეთი და თურქეთი არიან ნატო-ს წევრი ის ქვეყნები, რომელთაც ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში