სახალხო დამცველის განცხადება

25 ნოემბერი 2022, 14:01 432 ნახვა

წელს,  ბოლო ათ თვეში  ქალის მკვლელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოიკვეთა.  ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, სადაც 32 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 26 ფაქტი იყო ჩადენილი - ვკითხულობთ   სახალხო დამცველის ანგარიშში. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ არასრულწლოვან მშობლად    მხოლოდ 6 თვეში  189 გოგო დარეგისტრირდა. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ამიტომ ომბუდსმენი მოუწოდებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს  პრიორიტეტად დაინახონ ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის დაიხვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა, გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება მოხდეს ყველა ტიპის სწავლებაში, ასევე დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში