შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს, დავეხმარებით დამოუკიდებლობის დაცვაში - სტოლტენბერგი

25 ნოემბერი 2022, 14:44 423 ნახვა

საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ დამოუკიდებლობის დაცვასა და თავდაცვის გაძლიერებაში. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე სასწრაფო საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი დახმარება. ასევე შეხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი არის რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით. ასე რომ, შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვის უნარი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენგერგის თქმით, ალიანსი რამდენი ხანიც იქნება საჭირო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას.

"გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან ნატოს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა.

ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდის. ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვასა და ქვეყნის დაცვის უნარის გაძლიერებაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალი ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში