„არა ფემიციდს“ - 16 დღიანი კამპანია

26 ნოემბერი 2022, 12:01 699 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოც  შეუერთდა. ქალი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან ყველგან - ამ ლოზუნგით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქალთა მხარდაჭერის მიზნით მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც პარლამენტთან დასრულდა.

აქციაზე შეკრებილები ითხოვდნენ, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქალთა მიმართ ძალადობაზე.

მათივე განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ცვლილება, რათა სტატისტიკა შემცირდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში