ვლადიმერ პუტინი უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დედებს შეხვდა

26 ნოემბერი 2022, 10:43 761 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დედებს მოუწოდა არ დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ან ინტერნეტში ხედავენ.  

ვლადიმერ პუტინის თქმით, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა ეჭვქვეშაა და მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ ინტერნეტში ძალიან ბევრი საინფორმაციო თავდასხმაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაცია ბრძოლის იარაღია, ხოლო საინფორმაციო თავდასხმები ბრძოლის ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტიანი სახეობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში