ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

26 ნოემბერი 2022, 17:48 540 ნახვა

უკრაინაში დეოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს თქმით, დენის მიწოდება უპირველესად ხერსონის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს აღუდგა.

გარდა ამისა, გათავისუფლებულ ხერსონზე რუსეთი იერიშს არ წყვეტს, საცხოვრებელ რაიონზე ცეცხლის გახსნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

დაიბომბა ქალაქი დნიპროც, სადაც დაშავებულია 6 ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 3 დასახლებულ პუნქტში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი ოკუპანტებით.

მელიტოპოლში უკრაინულმა მხარემ გაანადგურა საბრძოლო მასალის საცავი და დაშავდა 50-ზე მეტი ოკუპანტი, ვასილივის რაიონში კი ორი საწყობის განადგურების დროს დაიჭრა 130-მდე ოკუპანტი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში