მძიმეა ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

26 ნოემბერი 2022, 20:06 1315 ნახვა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.

პოლიციამ კი ყაჩაღობისა და ძალადობის მუხლით 2 პირი დააკავა.

სავარაუდო დამნაშავეების ოჯახის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობიან და მათი შვილი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

27 წლის სავარაუდო მოძალადის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი წარსულში ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში მოხდა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში