ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობა

27 ნოემბერი 2022, 12:06 683 ნახვა

მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ სურს რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ მედიკოსებმა ისაუბრონ. სასულიერო პირი  თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები აქვს.ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი ადამიანი შეიჭრა.

ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის კაცები დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში