რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, ვიშგოროდში დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა

28 ნოემბერი 2022, 10:04 441 ნახვა

ქალაქ ვიშგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 მოქალაქე - ამის შესახებ კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა. შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობაც.

გრძელდება რუსეთის დარტყმები ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად დონეცკის დასახლებული რაიონები გახდა. ქალაქ კუხოვკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მანამდე საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ახლა ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში