რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი

28 ნოემბერი 2022, 11:28 513 ნახვა

რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.

"გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ცალკეული შენაერთების გადასროლა მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვირა უფრო რთული იქნება. 

"გასულ ოთხშაბათს განხორციელებული მასიური ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების აღდგენით სამუშაოებს დღითიდღე ვაწარმოებთ. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოქმედებს მხოლოდ გამორთვის სტაბილიზაციის გრაფიკები. სიტუაციას ენერგეტიკის მუშაკები აკონტროლებენ. გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან. მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია," - განაცხადა ზელენსკიმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში