ტრენინგები ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებისთვის

28 ნოემბერი 2022, 11:12 451 ნახვა

„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“  მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ საიტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. 

ტრენინგები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

უწყების ინფორმაციით, სწავლების დროს განიხილეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგების საკითხები, ასევე ინტეგრირებული მართვის დოკუმენტი. გადამზადების  მიზანია  მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში