ქართული ტრადიციული ხეზე მუშაობის სწავლება გერმანელი სტუდენტებისთვის

28 ნოემბერი 2022, 19:57 1655 ნახვა

საუკეთესო გერმანული და ქართული გამოცდილების გაზიარება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. "ხის მხატვრული დამუშავების“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ერთ კვირიანი სასწავლო ვიზიტით, ქობულეთის კოლეჯ "ახალ ტალღას" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, GIZ-ის გაცვლითი პროგრამით, გერმანიის პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებული ეწვივნენ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას, ქართველ სტუდენტებსაც უზიარებენ.  "ხის მხატვრული დამუშავების“ პროგრამაზე ჩარიცხული 14-სტუდენტი, 14-თვიან სასწავლო პროგრამას გადის, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. ესენია: ფერწერის, ხატვის, ხეზე კვეთის, სადურგლო საქმის და ავეჯის აწყობა-წარმოების, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში