ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვევა

29 ნოემბერი 2022, 10:07 504 ნახვა

ჰავაის კუნძულებზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, მაუნა ლოა თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ლავა ვულკანის ერთ მხარეს მიედინება და ამოფრქვევა საფრთხეს არ უქმნის დასახლებას. მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება ხელისუფლებას არ გაუცია. 

მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1843 წლიდან მაუნა ლოა 33-ჯერ ამოიფრქვა, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1984 წელს დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში