რუსებმა ხერსონის ოლქი ბოლო კვირის განმავლობაში 258-ჯერ დაბომბეს - ზელენსკი

29 ნოემბერი 2022, 10:50 500 ნახვა

უკრაინის სამხრეთ ხერსონის ოლქში  რუსეთის ჯარმა გასული კვირის განმავლობაში 258-ჯერ დაბომბეს 30 დასახლება. ამის შესახებ  ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. 

საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე თვის დასაწყისში უკან დაიხიეს მდინარე დნიპროს დასავლეთი ნაპირიდან, თუმცა სარაკეტო თავდასხმები მიიტანეს  ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის ქალაქ ხერსონზე მოპირდაპირე ნაპირის ახალი პოზიციებიდან - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა საღამოს  ვიდეომიმართვაში.  მისი თქმით,  ოკუპანტებმა  გაანადგურა სატუმბი სადგური, რომელიც ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით  მდებარე ქალაქ მიკოლაევს  წყლით  ამარაგებდა. 

უკრაინა არასდროს იქნება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახევ წესრიგს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ განადგურებული ყოველი ობიექტი – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  და  მადლობა გადაუხადა  კიევში ჩასულ ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში