ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბუქარესტში

29 ნოემბერი 2022, 17:40 644 ნახვა

“ჩვენი პარტნიორები უსაფრთხოდ თუ არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით. ომის გამო უფრო მნიშვნელოვანი გახდა პარტნიორობა”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბუქარესტის მინისტერიალზე განაცხადა.იენს სტონტელბერგმა მხარდაჭერის გასაძლიერებლად უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დაანონსა. თქვა ისიც, რომ ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ბუქარესტის სამიტზე, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები გლობალურ პრობლემებზე ისაუბრებენ, განხილვის მთავარი თემა კი უკრაინის ენერგეტიკული კრიზისია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში