“სამყარო აჭარიდან შევიცანი”-ტარიელ ფუტკარაძე

29 ნოემბერი 2022, 17:47 959 ნახვა

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა ქუთაისში. ფილმის ჩვენებასთან ერთად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით  აგვისტოში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სტუდენტთა დიალექტოლოგიური პრაქტიკა-ექსპედიციის შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაც ჩატარდა. კონფერენციას და  ფილმის ჩვენებას zoom-ის პლატფორმის საშუალებით თურქეთში მცხოვრები ქართველები და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები ერთვებოდნენ. ტარიელ ფუტკარაძე იყო ენათმეცნიერი,  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში