ხულოს 2023 წლის ბიუჯეტი

29 ნოემბერი 2022, 19:32 2025 ნახვა

ხულოს  მუნიციპალიტეტის 2023  წლის  სასტარტო ბიუჯეტი  21 მილიონ  370 000 ლარი იქნება. ახალ ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ  ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლება, სოციალური სფერო  და ახალგაზრდული  მიმართულება  რჩება.  მომავალ წელს დაემატება ახალი პროგრამები. მათ შორის მარტოხელა მშობლების 100 ლარიანი ყოველთვიური დახმარების პროგრამა. თვითმმართველობა  წელს კიდევ ერთ ახალ პროგრამას   შეზღუდული შესაძლებლობის  პირთა  თერაპიას დააფინანსებს.  მერიამ  წარმომადგენლობით ორგანოს   მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში