ბელარუსელი ოპოზიციონერი ციხიდან საავადმყოფოში მოხვდა

30 ნოემბერი 2022, 10:01 474 ნახვა

პატიმრობაში მყოფი  ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა ქირურგიული ოპერაციის  შემდეგ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ასევე პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ ბაბარიკო თავისი ტელეგრამარხით ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ღია კრიტიკოსი კოლესნიკოვა ქალაქ გომელის  საავადმყოფოში  ორშაბათს გადაიყვანეს.  40 წლის ოპოზიციონერის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები არ ხმაურდება.

2020 წელს ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი  საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა ციხეში 11-წლიან სასჯელს იხდის. იგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ ბაბარიკოს საპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც კენჭს  იყრიდა ალექსანდრე  ლუკაშენკოს წინააღმდეგ არჩევნებზე, რომელსაც  მასობრივი პროტესტი და მისი ძალისმიერი ჩახშობა მოჰყვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში