ოლენა ზელენსკა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

30 ნოემბერი 2022, 10:48 494 ნახვა

უკრაინის პირველი  ლედი  ოლენა ზელენსკა  დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ქვეყნის პარლამენტში გამოვიდა და სიტყვით მიმართა ბრიტანელ კანონმდებლებს.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს  ბრიტანელი კანონმდებლები ტაშით შეეგებნენ. თავის გამოსვლაში ზელენსკამ პარალელი გაავლო  უკრაინის ომსა და ბრიტანეთის ბრძოლას შორის მეორე მსოფლიო ომის  დროს და თქვა, რომ როგორც მაშინ გაერთიანებული სამეფო, უკრაინაც არ დანებდება და დასძინა, რომ  გამარჯვება არ არის ერთადერთი რამ, რაც მათ სჭირდებათ.

ზელენსკას თქმით, უკრაინას და უკრაინელ ხალხს სამართლიანობა სჭირდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში