ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები  

30 ნოემბერი 2022, 11:09 624 ნახვა

პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს.  პროექტი, კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტი მიიღებს  მონაწილეობას.  

ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს.   იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან.

ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი. 

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში