ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა დღეს განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად - იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2022, 13:53 445 ნახვა

მივესალმებით ჩვენ პარტნიორებს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას, დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად, – ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენ პარტნიორებს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას. მოხარული ვარ, რომ თქვენ ყველა აქ იმყოფებით. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში, მათ შორის, შესაძლებლობების განვითარებაში, რეფორმებში და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემებზე, განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში და დასავლეთ ბალკანეთზე“, – განაცხადა სტოლტენბერგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში