ხელვაჩაურის მერია ბაღების რეაბილიტაციაზე მილიონ ორასი ათასს დახარჯავს

30 ნოემბერი 2022, 19:36 1183 ნახვა

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ხელვაჩაურის მერია წელს მილიონ 200 ათას  ლარს  ხარჯავს. არემონტებს პირველ საბავშვო ბაღს და  გამაგრებით სამუშაოებს უტარებს ახალსოფლის საბავშო ბაღს, რომელსაც საფრთხე ეზოში მიწის რამდენიმე მეტრით დაწევამ შეუქმნა.  ბაღების პარალელურად ხელვაჩაურის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაწყებით სკოლებშიც ატარებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში