თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

01 დეკემბერი 2022, 09:26 1100 ნახვა

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში თემურ სამხარაძე ზედიზედ მეორედ კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

თემურმა სამჭიდის ჯამში 1011 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის რეკორდი დაამყარა როგორც 23 წლამდელთა ისე დიდებში.

სამხარაძე ამ ევროპირველობაზე კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.
 

ქართველის ნაჩვენები 403.5 კგ ჩაჯდომაში ევროპის მაშტაბით 23 წლამდელთა და დიდებში ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

ევროპის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა როდესაც 23 წლამდე სპორტსმენმა დიდების რეკორდი დაამყარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში