გერმანია და ნორვეგია ნატო-ს ახალი ინიციატივით მიმართავენ

01 დეკემბერი 2022, 10:56 481 ნახვა

გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ ნატოს წევრებს შექმნან სტრუქტურა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს წყალქვეშა ინფრასტრუქტურას - მილსადენებს და ტელეკომუნიკაციებს, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა სექტემბერში აფეთქება რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ თავდასხმები შედეგების გარეშე დარჩება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების განხორციელება. მისი თქმით, ეს საშინელი სტრატეგიაა. შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერ მოიგებს მის მიერ გაჩაღებულ ომს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში