სეზონური ვირუსები

02 დეკემბერი 2022, 11:37 952 ნახვა

გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა, შესაძლებელია თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა, -  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ  სეზონურ ვირუსებზე საუბრისას. თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ რესპირაციული ვირუსებით კლინიკების გადატვირთვამ პანიკა არ უნდა გამოიწვიოს, რადგანაც მისი თქმით,   სიტუაცია კონტროლდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ ეტაპზე 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში