მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება

02 დეკემბერი 2022, 11:38 586 ნახვა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. კანონპროექტი  პარლამენტმა მესამე მოსმენით 75 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო.  ცვლილების მიხედვით,  2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს,  რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 1000-1200 პრეპარატებზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში