თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთვება

02 დეკემბერი 2022, 11:55 632 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2022 წლის სეზონს „მსოფლიოს თასით“ დახურავს. პრესტიჟული გუნდური შეჯიბრება 10-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატებში გაიმართება.აიოვას შტატის ქალაქ კორალვილში, მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტულისთვის ბრძოლაში სულ 6 გუნდი ჩაებმება.კორალვილში მასპინძელი აშშ-ს, საქართველოს, ირანის, იაპონიისა და მონღოლეთის ნაკრებები გამოვლენ. ექვსი გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. ჩვენი ნაკრები ირანსა და მსოფლიოს ნაკრებთან ერთად გამოვა, მეორე ჯგუფში კი აშშ, იაპონია და მონღოლეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა  ასეთია:  ბექა ბუჯიაშვილი, თეიმურაზ ვანიშვილი, ბექა ლომთაძე,ზურაბ იაკობიშვილი, გიორგი სულავა, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარზან მაისურაძე, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში