ეროვნული ლიგის ბოლო მატჩი

02 დეკემბერი 2022, 11:56 754 ნახვა

ეროვნული ლიგის  ბოლო  მატჩი. ერთმანეთს „დინამო  ბათუმი“ და ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმი  არენაზე  შეხვდებიან.  მატჩი 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. სამწუხაროდ მატჩს გულშემატკივარი არ ეყოლება, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ  წინა საშიანაო თამაშზე არასპორტული საქციელის გამო გულშემატკივრები დასაჯა. იმ შემთხვევაში თუ დინამო თბილისი „გაგრასთან“ დამარცხდება ან ფრეს ითამაშებს და  „დინამო“ ბათუმი „ტორპედოს“ მოუგებს, ბათუმელები  ჩემპიონობას კვლავ იზეიმებენ.  ამ ეტაპისთვის „დინამო“ ბათუმს  76  ქულა  აქვს, 1 ქულით უსწრებს ზღვისპირელებს „დინამო“ თბილისი. „დინამო“ ბათუმისა და „ტოპრედოს“ შეხვედრას აჭარის საზოგადეობრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში