"დინამო" ბათუმის და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

02 დეკემბერი 2022, 14:30 848 ნახვა

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "დინამო" ბათუმსა და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩზე გულშემატკივარი დაესწრება. ინფორმაციას ბათუმური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ რომ ჩვენმა კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები. ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება. შედეგად ხვალინდელ მატჩზე ქუთაისის ტორპედოსთან დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ" - წერია განცხადებაში.

მატჩი ხვალ 3 დეკემბერს 13:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში