გასაჯაროებული რუსული დოკუმენტები

02 დეკემბერი 2022, 14:50 567 ნახვა

ბრიტანეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის“  განცხადებით, რუსეთს უკრაინის დაპყრობისა და მისი ლიდერების მკვლელობის 10 დღიანი გეგმა ჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად ავრცელებენ. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავდა, რის შესახებაც ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. გეგმის შესახებ შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმა შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა კი ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს. გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის ხელში ჩაგდებასაც გეგმავდა.    

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში