ნარინჯისფერი რთველი

02 დეკემბერი 2022, 20:11 1651 ნახვა

სად გაიყიდება წელს ქართული მანდარინი? აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ტრადიციული ბაზრები შენარჩუნებულია და ევროპის რამდენიმე ქვეყანაც დაემატება, ეს კი ციტრუსის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

წელს აჭარაში 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ არასტანდარტული მანდარინზე სუბსიდია 20 თეთრი იქნება, რომლიდანაც 5 თეთრს საწარმო, 15-ს კი სახელმწიფო გადაიხდის. 

ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით  რეგიონში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი უკვე  მუშაობს. 

ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში გაეცნენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში