ომის 283-ე დღე

03 დეკემბერი 2022, 10:25 650 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები უკვე 283-ე დღეა მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში „გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით, მტერმა ნიკოპოლის რაიონი 9-ჯერ დაბომბა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდა რაიონული ცენტრი, 20-მდე კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ქსელები. 

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღძრეს 46,649 სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეიარაღებული ძალების და მათი თანამზრახველების დანაშაულებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებით ოკუპანტები ცდილობენ შეინარჩუნონ ის ტერიტორიები, რომელთაც თავად აკონტროლებენ.

მათი განცხადებით, უკრაინულმა მხარემ გასული დღე ღამის განმავლობაში მტრის კიდევ ორი ვერტმფრენი ჩამოაგდო, განადგურებულია ოკუპანტის 5-მდე საკონტროლო პუნქტი და საბრძოლო მასალის 2 საცავი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში