ერდოღანსა და სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

03 დეკემბერი 2022, 10:59 520 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით, ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული.

თურქეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, მათ შორის ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროც.

ცნობისთვის, მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, ივარაუდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღდგენის საკითხი შესაძლოა გაზაფხულამდე გაირკვეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში