საგანმანათლებლო პროექტი – „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘

03 დეკემბერი 2022, 10:31 468 ნახვა

„პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘- პროექტი, უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

პროექტი პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტის გაზიარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში