შშმ პირთა ქსელი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

03 დეკემბერი 2022, 17:02 605 ნახვა

საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, მასში შშმ თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით.ასევე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები მოითხოვენ ეფექტური მუშაობისთვის ცალკე გამოყოს მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კადრებით და ფინანსური რესურსებით.

ზემოთ აღნიშნული, მოთხოვნების ეფექტური და დროული აღსრულებისთვის კი, ისინი პრემიერ-მინისტრთან ქსელის წარმომადგენლობით შეხვედრას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში