აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი წარადგინა

04 დეკემბერი 2022, 11:00 882 ნახვა

­აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა. „სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.

ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა შეეძლოს.

ასევე იყენებს ახალი ამძრავის ტექნოლოგიებს. ბომბდამშენების ღირებულება ჯერ უცნობია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში