სირიაში ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ

05 დეკემბერი 2022, 10:19 480 ნახვა

სირიაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო  ათობით დემონსტრანტი  ქალაქ სვეიდას გუბერნატორის ოფისში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა შენობის ნაწილს. მანამდე 200-ზე მეტი ადამიანი ქალაქის ცენტრში ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებდნენ  და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა  გუბერნატორის ოფისში  დაწვეს ფაილები და ოფიციალური დოკუმენტები, ჩამოხსნეს ასადის სურათები. გუბერნატორი არ იმყოფებოდა შენობაში, მან  ოფისი მომიტინგეების შტურმამდე დატოვა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში